"თუ გვინდა სინათლე, მაშინ ევროპაში უნდა წავიდეთ" - ახალგაზრდები ხმის მისაცემად საქართველოს სხვადასხვა კუთხისკენ მიემართებიან

25.10.24 14:59
"თუ გვინდა სინათლე, მაშინ ევროპაში უნდა წავიდეთ" - ახალგაზრდები ხმის მისაცემად საქართველოს სხვადასხვა კუთხისკენ მიემართებიან

გზა, რომელიც ევროპისკენ მიდის - საქართველოს ასობით მოქალაქე ამ წუთებში, საქართველოს სხვადასხვა კუთხისკენ მიემართება. ბათუმი, ზუგდიდი, ახალციხე, სვანეთი - რესპუბლიკის მოედნიდან მგზავრებით დატვირთული კოლონები უკვე გავიდნენ. მშობლიურ ქალაქებსა და მშობლიურ სოფლებში ხალხი ერთი მესიჯით ბრუნდება - უნდათ ცვლილებები და ევროპულ ქვეყანაში ცხოვრება.

ახალი თაობის წარმომადგენლები ისევ დღევანდელი დღის მთავარი გმირები არიან. დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული თაობა, ვისაც საწინააღმდეგო აზრის გამო "ოცნების" ხელისუფლება წყლის ჭავლით და წიწაკის სპერით არბევდა, დარწმუნებულია, რომ მათი ბრძოლა შედეგს გამოიღებს და კვირას ქვეყანას ევროპული დღე გაუთენდება. 

ჩვენი მომავალი ჩვენს ხელშია, თუ გვინდა სინათლე, მაშინ ევროპაში უნდა წავიდეთ."

მხოლოდ ორი არჩევანი არსებობს - ევროპა ან რუსეთი. ალბათ, ლოგიკურია, რომ რუსეთი არავის არ გვინდა. მე, დამკვირვებელიც უნდა ვიყო, ხვალ, და ყველას მოვუწოდებ, რომ მოვიდნენ არჩევნევბზე."

ახალგაზრდული მუხტი სულ სხვაა, რადგან ჩვენთვისაა ეს მომავალი, ასე, რომ ვთქვათ. ახალგაზრდებმა უნდა გავაგრძელოთ რაღაცები, ამ ქვეყანაში, და ყველას ვალდებულებაა, რომ წავიდნენ არჩევნებზე." 

ვფიქრობ, რომ ძალიან მაგარი საქმე გააკეთეს, ამ ადამიანებმა, და ძალიან ბევრს დაგვეხმარნენ იმისთვის, რომ ევროპული მომავალი ავირჩიოთ. რაც შეეხება არჩევნებზე არ წასვლას, ეს გამორიცხულია. ახლაც, თავიდან, ვერ ვაგნებდით ავტობუსს და დარჩენის შემთხვევაში, ავტოსტოპზე დადგომას და ისე წასვლას ვაპირდებდით."

რესპუბლიკის მოედნიდან სალხის შეგროვებული თანხით დაქირავებული და ევროპული მომავლის მცველებით სავსე მიკროავტობუსები და ავტობუსები საქართველოს სხვადასხვა კუთხის მიმართულებით ერთიმეორეს მიყოლებით გადიან. 

მსგავსი სიახლეები