წინასაარჩევნო დარღვევები სამეგრელოში - რას ამბობენ დამკვირვებლები
წინასაარჩევნო დარღვევები სამეგრელოში - ირკვევა, რომ დამკვირვებლებს საკუთარი მოვალეობის სრულფასოვნად განხორციელების საშუალება არ ეძლევათ. საუბარია რამდენიმე საარჩევნო უბანზე, სადაც მაგიდები კედელზეა მიბჯენილი. ამ ფაქტის გამო, საარჩევნო უბნებზე კომისიის თავმჯდომარეებსა და დამკვირვებლებს შორის რამდენიმე ინციდენტს ჰქონდა ადგილი.
“მითხრეს, რომ უკან ვერ დავდგები, გვერდზე ვერ დავდგები, აბა, საიდან დავაკვირდე“, - სვამს კითხვას ერთ-ერთი დამკვირვებელი.
კომისიის თავმჯდომარემ „პირველების“ ჟურნალისტის ადგილის დატოვება მოსთხოვა და უთხრა, რომ მას იქ ყოფნის უფლება არ ჰქონდა.
არ მინდა თქვენთან საუბარი, გაიტანეთ, აქ მოსვლის უფლებაც არ გქონდათ“,- ამბობს კომისიის თავმჯდომარე.
როგორც ირკვევა, ზუგდიდში 15 -მდე პრობლემური უბანია. დამკვირვებლები დღის ბოლომდე პრობლემის მოგვარებას და საარჩევნო აპარატებისთვის განკუთვნილი მაგიდების სწორად განთავსებას ითხოვენ.