"საათებია ზუგდიდის ავტობუსს ველოდები, ხელოვნურად ხდება, საბოტაჟია თუ რა არის?" - ავტოსადგური მგზავრებით არის გადავსებული
თბილისის ცენტრალური ავტოსადგური მგზავრებით არის გადავსებული - დიდუბეში ამ წუთებშიც ათობით ადამიანი გრძელ რიგში დგას და ელოდება პასუხს, როდის შეძლებენ დასავლეთ საქართველოსკენ გამგზავრებას. განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა ზუგდიდისკენ მიმავალ მიკროავტობუსებზე.
"მიდიან მარშუტკები, ავტობუსები და ზუგდიდის არ არის, ხელოვნურად ხდება ეს, საბოტაჟია თუ რა არის, ვერ გავიგე. ეჭვი მეპარება ამ ყველაფერში, ადგილი აქვს საბოტაჟს, 2.5 ველოდებით ავტობუსს"- ამბობს მოქალაქე.
მოქალაქეებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, რომ ნებისმიერ ფასად არჩევნებში უნდა მიიღონ მონაწილეობა და მათთვის მანძილი საარჩევნო უბნამდე არაფერს ნიშნავს.