"ოლიგაქრი!" - ოკრიბას ავტოსადგურზე მოქალაქეებს ამ წარწერით სტიკერები დაურიგეს
"ოლიგაქრი" - ფლაერებს ამ სახელწოდებით, ახალგაზრდები რეგიონებში საარჩევნოდ წამსვლელ მოქალაქეებს ურიგებდნენ.
"მოვუწოდებთ ყველას, რომ ხმა მისცენ ევროპულ და საქართველოს უკეთეს მომავალს" - აცხადებენ სამოქალაქო აქტივისტები" პირველებთან".
"ოკრიბაში ვართ, სადაც ხალხს ვურიგებთ ბანერებს წარწერით - "ოლიგაქრი". აუცილებლად გაქრება ეს ადამიანი, უმრავლესობა მიდის არჩევნებზე, ხმის მისაცემად, და მოვუწოდებთ ყველას, რომ ხმა მისცენ ევროპულ და საქართველოს უკეთეს მომავალს"- ამბობს ახალგაზრდა აქტივისტი.
ავტოსადგურებში დილიდან რიგებია - მოქალაქეებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, რომ ნებისმიერ ფასად არჩევნებში უნდა მიიღონ მონაწილეობა და მათთვის მანძილი საარჩევნო უბნამდე არაფერს ნიშნავს. სამარშუტო ტაქსები გაჩერებასაც კი ვერ ასწრებენ, რომ უკვე სადგურიდან გადიან. არც ერთი ადგილი თავისუფალი არ რჩება.