არცერთი დაკარგული ხმა - ევროპის მცველების უპრეცენდეტო მობილიზება წინასაარჩევნოდ
საქართველოს ევროპული მომავლის მცველებმა მობილიზება დილიდან დაიწყეს. დედაქალაქიდან რეგიონებისკენ მიმავალი არცერთი ტრანსპორტი დღეს ცარიელი არ ყოფილა, არცერთი ადგილი არ დაკარგულა. ერთმანეთს ტრასპორტირებას სრულიად უცხო ადამიანები სთავაზობდნენ.
მოქალაქეეებმა ერთმანეთის დახმარება სოციალურ ქსელში დააორგანიზეს. ორი ჯგუფია - "დაიტოვე" და "26 ოქტომბერი". ამ ჯგუფებში წერს ყველა ასაკის ადამიანი. თანხებს აგროვებენ ემიგრანტებიც, რომ ევროპული მომავლის მცველებს "ქართული ოცნების" დამარცხებაში დაეხმარონ. სხვადასხვა ქალაქში მოქალაქეები ერთმანეთს ბინებს უთმობენ.
ასობით ადამინი ახლა გზაშია. სოციალურ ქსელებში შეგროვილი თანხებით დაიქირავეს მიკროატოვბუსები. ამ პროცესში ჩართული იყვნენ საჯარო მოხეელეებიც. აგროვედნენ და რიცხავდნენ ფულს იმ ხალხისთცვის, ვისაც დიდი გზა აქვს გასავლელი, მაგრამ ვერც მატარებლის ბილეთი იშოვა და არც საკუთარი ტრანსპორტი აქვს.
რესპუბლიკის მოედნიდან "პლატფორმა 26-ის" ორგანიზებით, 1000-ზე მეტი ადამაინი საქართველოს სხვადასხვა წერტილისკენ დაიძრნენ. სამეგრელო, აჭარა, იმეერეთი, სვანეთი რაჭა ახალციზე - ევროპისთის გაერთიანებულები გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან.
ვრცლდა ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.