როგორ აპირებს ოპოზიცია ხმების დაცვას - "ძლიერმა საქართველომ" სპეციალური ცენტრი შექმნა

25.10.24 22:15
როგორ აპირებს ოპოზიცია ხმების დაცვას - "ძლიერმა საქართველომ" სპეციალური ცენტრი შექმნა

 

 

როგორ აპირებს ოპოზიცია ხმების დაცვას? "ძლიერმა საქართველომ" უკვე შექმნა სპეციალური ცენტრი, რომელიც  ხვალ მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს იმაზე, რომ ამომრჩეველთა ხმები არ გაყალბდეს. ამ წუთებში კოალიციის ოფისში სპეციალური ოპერატიული შტაბის ბოლო სხდომაა, სადაც ბოლო დეტალებს განიხილავენ. 

შტაბში ცხელ ხაზზე, ხვალ, საარჩევნო უბნების გახსნის წუთიდან, 82 ოპერატორი იმუშავებს და ყველა დარღვევა, რომელსაც შესაძლოა, ხმის მიცემის დროს ადგილი ჰქონდეს, სწორედ აქ დაფიქსირდება. 

თქვენ ახლა ესწრებით ტრენინგს იმისა, თუ ხვალ ადილიდან აქ, ამ ოპერატიულ შტაბში როგორ იმუშავებს 82 ოპერატორი, რომელიც პრაქტიკულად, დაფარავს მთელ 3030 უბანს. ჩენ კოალიციას ყველა უბანზე ჰყავს 2 წარმომადგენელი. დილიდან ჩვენი ოპერატორები იქნებიან მათთან კონტაქტზე. მთავარი მიზანი ამ ცენტრის, გარდა ინფორმაციის შეგროვებისა, არის მონაცემების, ელექტრონული ხმის მიცემის და შემდეგ უკვე არატექნოლოგიური უბნებიდან ოქმის მონაცემების კომპიუტერში ატვირთვა. ეს პროგრამა არის ამაზონის სერვერზე გატანილი იმისთვის, რომ იყოს დაცული. ჩვენ გვაქვს სრული ნდობა იმისა, რომ უბანზე ელექტრონული ხმის დათვლის პრინციპი არის დაცული, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რა იქნება ცესკოში, ამიტომ ჩვენი კოალიცია მთელ ამ მონაცემებს ძალიან ოპერატიულად, როგორც კი ჩეკი ამოიბეჭდება ფოტოს სახით მიიღებს აქ კომპიუტერში. პროგრამა თვითონ კითხულობს ამ ჩეკებს, აციფრულებს მათ და ასახავს საბოლოო შედეგში. ანუ ჩვენ ძალიან მოკლე დროში, როგორც კი ხმის მიცემა დასრულდება, ჩეკები ამოიბეჭდება, ჩვენ გვექნება პრაქტიკულად მთელი საქართველოდან მონაცემები, - ამბობს დავით გამყრელიძე. 

ვრცლად ოპერატიული შტაბის შესახებ ნახეთ მაკა ანდრონიკაშილის რეპორტაჟში.  

მსგავსი სიახლეები