ყარაჯალაში პირველი საჩივარი დაიწერა
ხმაური იყო საარჩევნო უბანზე ყარაჯალაში - საარჩევნო უბანზე პირველი საჩივარი დაიწერა.
როგორც “პირველების“ ჟურნალისტი ამბობს, უბანი 7 წუთის დაგვიანებით გაიხსნა. კომისიის თავმჯდომარემ, დაგვიანების მიზეზად, ბიულეტენების გადანაწილების ვერ მოსწრება დაასახელა.
უბანზე ხმის დაფიქსირებას საჩივარმა დაასწრო - დამკვირვებლებმა მაგიდების არასწორი განლაგება გაასაჩივრეს, რის გამოც მათ დამოუკიდებლად დაკვირვება უჭირთ.
თუმცა, კომისიის თავმჯდომარემ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ის ამტკიცებდა, რომ არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ აქვს და უბანიც ზუსტად 8:00 საათზე გაიხსნა.