ზუგდიდში, მე -10 საარჩევნო უბანზე, აგიტატორი ამომრჩევლებს ფულს ურიგებდა
დარღვევებით დაიწყო ზუგდიდის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცედურა. მე -10 საარჩევნო უბანზე ადამიანები ხმის მისაცემად ავტომობილებით მოიყვანეს, მიმდებარე ტერიტორიაზე კი იყო ადამიანი, სიებით ხელში, რომელმაც “პირველებს“ დაუდასტურა, რომ გარკვეულ ამომრჩეველზე წინასწარ იმუშავა, დააკვალიანა ისინი და შემდეგ უკვე ადგილზე აღრიცხავდა.
ამავე საარჩევნო უბნის ქვემოთ არსებულ ავტოფარეხში ასევე მიმდინარეობდა თანხის გადაცემის პროცესი იმ ამომრჩევლებისთვის, რომელბმაც საკუთარი ხმა მათ სასარგებლოდ დააფიქსირეს.
“ეს არის მომხრეების და ჩემი ოჯახის წევრების სია, 39 -კაციანი, არავის გადმოუცია, მე თვითონ შევადგინე, ეს ის ხალხია, რომლებტანაც მე წინასწარ ვიმუშავე და უნდა მობრძანებულიყვნენ აქ“,- ამბობს “ოცნების“ კოორდინატორი.
საარჩევნო უბანზე დილიდან იმყოფება საკრებულოს წევრი “ქართული ოცნებიდან“, რომელიც ამტკიცებდა, რომ დამკვირვებელია და მისი უბანზე ყოფნა პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს.