საეჭვო პირების მობილიზება საარჩევნო უბანზე ყარაჯალაში - ისინი პროცესს შავი ჯიპებიდან აკვირდებიან
ყარაჯალაში საარჩევნო უბანს შავი ჯიპებით მობილიზებული ადამიანი აკვირდებიან - ისინი ამტკიცებენ, რომ ხმის მისაცემად არიან მოსულები, თუმცა, 1 საათია მანქანაში სხედან და იქიდან უყურებენ პროცესს.
“ჩემი სოფელია და რას ჰქვია, რატომ ვარ. უნდა ჩავიდე ახლა და ხმა მივცე“ - უთხრა ერთ-ერთმა მათგანმა „პირველების“ ჟურნალისტს.
კომისიის თავმჯდომარე, რომელმაც უბანი დაგვიანებით გახსნა, მედიას მუშაობის საშუალებას არ აძლევდა და „პირველების“ ჟურნალისტს ტერიტორიის დატოვებას სთხოვდა.
ის ამტკიცებდა, რომ მათი მუშაობით კომისიას ხელი ეშლება.