მიკროავტობუსების მობილიზება მე-11 საარჩევნო უბანზე

26.10.24 10:30
მიკროავტობუსების მობილიზება მე-11 საარჩევნო უბანზე

ქუთაისში, მე-11 საარჩევნო უბნის წინ მიკროავტობუსია მობილიზებული, რომელშიც ხალხია მობილზებული.

“ტვ პირველის“ ჟურნალისტის გამოჩენისთანავე, ფანჯრები და კარი ჩაკეტეს, რის გამოც მათთან კომუნიკაცია შეუძლებელია.

საუბნო კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ გარეთ რაც ხდება, იმაზე პასუხისმგებელი არ არის. რაც შეეხება დარღვევას, ორი ბიულეტენი ერთად ჩაგდების შესახებ, ის აცხადებს, რომ საჩივარი დაწერილია.

“არაფერი იყო, უბრალოდ რეგისტრატორს შეეშალა, ელემენტარულად მიეწება ერთმანეთს ორი ბიულეტენი“- ამბობს ის.

 

მსგავსი სიახლეები