დაგარბევთ! - აგრესიული ე.წ. ძველი ბიჭების მობილიზება 30-ე საარჩევნო უბანზე
ისანში, 30-ე საარჩევნო უბანზე ხმაური და დაპირისპირებაა - ერთ-ერთი მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფება, ჟურნალისტებს აგინებს და ემუქრება.
ოპოზიციის ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები ხმის მისაცემად მისულ ამომრჩეველს "ქართული ოცნების" ნომრის გაფერადებისკენ მოუწოდებდნენ.
“როცა გადაღება დავიწყეთ, გვეცნენ და მოგვაყენეს სიტყვიერი და აფიზიკური შეურაცხყოფა“,- ამბობს ის.
ეს ადამიანები შეურაცხყოფას აყენებდნენ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ უბანზე მოვიდოდა და 41 ნომრის გარდა სხვა ნომერს გააფერადებდა. არ დავკონკრეტდები, რადგან კომენტარზე ვართ ვერ ვიტყვი და ვერ გავიმეორებ იმას. ფიზიკური შეურაცხყოფა მოგვაყენეს, როგორც ჩვენ ასევე ჟურნალისტებს და აი ასე მუშაობენ, ასე მუშაობს "ქართული ოცნება," - ამბობს მარიამ.
აგრესიულ მამაკაცებს ადგილზე მყოფი ქალბატონი, ვინმე კარინე ჩუგოშვილი ამშვიდებდა:
„ქართველი ქალი ყოველთვის აგდებდა მანდილს“- უთხრა “პირველების“ ჟურნალისტს კარინა ჩუგოშვილმა, რომელიც საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიას “აკონტროლებდა“. მოგვიანები კი აღმოჩნდა, რომ ის „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იყო და შესაბამისი ბეიჯიც წარმოადგინა.
ადგილზე პოლიციის მობილიზებაა.