ხმაური ზუგდიდის მე-5 საარჩევნო უბანზე - დამკვირვებელს ადგილზე მობილიზებული არაფორმალები დაუპირისპირდნენ
ცოტა ხნის წინ ხმაური იყო ზუგდიდის მე-5 საარჩევნო უბანთან. ერთ-ერთ დამკვირვებელს ადგილზე მობილიზებული არაფორმალები დაუპირისპირდნენ. ისინი დილიდან საარჩევნო უბანთან დგანან და ყველა ამომრჩეველს, რომელიც უბანზე შედის, ესაუბრებიან, გამოსულებს კი ეკითხებიან, ვის მისცეს ხმა. სწორედ მათ ამ ქმედებებთან დაკავშირებით ჰქონდა შენიშვნა დამკვირვებელს, რასაც მათი გაღიზიანება მოჰყვა.