რუსულ ნომრიანი მანქანების მობილიზება ყარაჯალის საარჩევნო უბნებთან

26.10.24 11:49
რუსულ ნომრიანი მანქანების მობილიზება ყარაჯალის საარჩევნო უბნებთან

რუსულ ნომრიანი მანქანების მობილიზება ყარაჯალის საარჩევნო უბნებთან - „ტვ პირველმა“ ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან უცნობი პირები დააფიქსირა, რომლებიც რუსულ ნომრიან ჯიპებში იმყოფებიან და რადენიმე საათია, საარჩევნო უბნებს აკვირდებიან.

ისინი ჟურნალისტს ეუბნებიან, რომ “შაურმის“ ჭამას აპირებენ და სწორედ მის გამო არიან ადგილზე. მათთან ერთად იმყოფებოდა ტერიტორიაზე სოფლის მაჟორიტარი საკრებულოში, ზურა მუსაევიც.

ის უბნის მიმდებარე პერიმეტრზე ხალხის მობილიზებაში პრობლემას ვერ ხედავს.

ეს ქუჩაა, ზოგი დგას, ზოგი საუბრობს, ზოგი შაურმას ელოდება, ვის ავუკრძალო აქ ყოფნა“,- ამბობს ზურა მუსაევი.

 

 

მსგავსი სიახლეები