ქუთაისის N 2 საარჩევნო უბანზე ჟურნალისტი სცემეს

26.10.24 11:54
ქუთაისის N 2 საარჩევნო უბანზე ჟურნალისტი სცემეს

 

 

ქუთაისის N 2 საარჩევნო უბანზე CNEWS - ის ჟურნალისტი გიგა გელხვიძე სცემეს. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ჟურნალისტმა ადგილზე სიებიანი ადამიანები აღმოაჩინა. არაფორმალები დაცვის თანამშრომლების ოთახში იყვნენ მობილიზებულები. მათი აგრესია სწორედ ჟურნალისტის გამოჩენამ გამოიწვია. 

თვალში მომხვდა ქალბატონი, რომელიც სიებით იყო წარმოდგენილი და მასთან იყვნენ შეჯგუფებული სხვადასხვა პირები. ისინი განიხილავდნენ თუ რამდენი ადამიანი იყო მოსული, ვინ მოვიდა, სხვადასხვა გვარებს ასახელებდნენ. დამაინტერესა ამ ფაქტმა, ვინაიდან ვარ ჟურნალისტი და ვაშუქებ იმ პროცესებს, რაც ხდება უბნებზე. მივედი, ვკითხე, თუ რა სიები ჰქონდა მას. მითხრა, რომ ეს სიები არ იყო ჩემი საქმე. ამის შემდეგ შევეცადე, რომ გამომერთვა ეს სიები, ამის შემდგომა ჩემზე განხორციელდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორება, - ამბობს გელხვიძე.