რომელია ქუჩის ბიჭი, ამომრჩევლები არიან, ხომ არ გააფრინეთ, ტო - ძველი ბიჭების მობილიზება მე-20 საარჩევნო უბანზე

26.10.24 12:27
რომელია ქუჩის ბიჭი, ამომრჩევლები არიან, ხომ არ გააფრინეთ, ტო - ძველი ბიჭების მობილიზება მე-20 საარჩევნო უბანზე

ჩუღურეთის რაიონის მე -20 საარჩევნო უბანთან, სკვერში, ძველი ბიჭების მობილიზება შეინიშნებოდა, რომლებიც “ტვ პირველის“ გამოჩენისთანავე ადგილიდან მიიმალნენ.

როგორც ირკვევა, ისინი სიებით იყვნენ “შეიარაღებულნი“ და ელოდებოდნენ ავტომობილებს, რომლიდანაც მათთვის სასურველი ამომრჩევლები უნდა ჩამოსულიყვნენ. ყველა მათგანს ესალმებოდნენ, სახელებით მიმართავდნენ და საარჩევნო უბნამდე აცილებდნენ.

ერთ-ერთმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტს უთხრა, რომ ხმა მისცა და მეგობარს ელოდება ახლა, რომ სახლში ერთად წავიდნენ. ჟურნალისტის დანახვაზე აგრესიაზე გადავიდა კიდევ ერთი ადგილზე მყოფი.

რა მნიშვნელობა აქვს ვისი წარმომადგენელი ვარ. შენ ინტრიგანი ხარ, რომელია ქუჩის ბიჭი, მაშინ შენ ქუჩის ქალი ხარ. ამომრჩევლები არიან, ხომ არ გააფრინეთ, ტო“,- განაცხადა მან.

ამ დროისთვის, მათ ტერიტორია დატოვეს და ცოტა მოშორებით გადაინაცვლეს. ისინი ავტომობილში დამალვას ცდილობენ.

თუმცა ადგილზე დარჩნენ „ოცნების“კორდინატორები, რომლებიც ჟურნალისტების დანახვისთანავე სიების დამალვას შეეცადნენ.

“ავტობუსს ველოდები. ბავშვის დავალებებს ვწერ, უნდა გავუგზავნო, რომ დედამისმა ამეცადინოს“,- ამბობს ერთ-ერთი მათგანი.

 

 

მსგავსი სიახლეები