“რესტორანში ვმუშაობთ და საჭმელები სიაა“ - სიებით მობილიზებული მოქალაქეები მე-8 და მე-9 საარჩევნო უბნებთან
155- ე სკოლაში, მე-8 და მე-9 საარჩევნო უბნის წინ, ავტომობილებში სხედან მოქალაქეები სიებით, რომლებიც საარჩევნო პროცესს აკვირდებიან.
ჟურნალისტების გამოჩენისთანავე, მათ მანქანის კარი დაკეტეს და კითხვებს არ უპასუხეს. თუმცა მანამდე საკმაოდ აგრესიულად სცადეს ჟურნალისტის თავიდან მოშორება.
მათთან ერთად იმყოფებოდა ერთ მამაკაციც, რომელმაც “ტვ პირველის“ ჟურნალისტს უთხრა, რომ არანაირ დარღვევას არ აქვს ადგილი, რესტორანში მუშაობენ და საჭმელების სია აქვთ.
“რესტორანში ვმუშაობთ და საჭმელები სიაა. რა არის დარღვევა, პროდუქტის სია გვაქვს“,- თქვა მან.
საარჩევნო კომისიის წარმომდგენლებიც მიიჩნევენ, რომ საარჩევნო უბანთან ავტომობილებით ხალხის დგომა კანონდარღვევაა, თუმცა ამაზე კომენტარის გაკეთება არ სურთ.