N 9 საარჩევნო უბანთან ე.წ. ძველმა ბიჭებმა ოპოზიციის წარმომადგენლებს აგინეს და შუშის ბოთლი ესროლეს, კადრში ჩანს დანა
300 არაგველის ტერიტორიაზე, N 9 საარჩევნო უბანთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ადგილზე მისულ ოპოზიციის წარმომადგენლებს ცოტა ხნის წინ ე.წ. ძველი ბიჭები დახვდნენ, რომლებიც მათ აგინებდნენ და შეურაცხმყოფელი ფრაზებით მიმართავდნენ.
ადგილზე "ტვ პირველის" გადამღები ჯგუფის გამოჩენის უცნობმა პირებმა შემთხვევის ადგილი დატოვეს.
სამას არაგველზე მივიდა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლავან ხაბეიშვილი. პოლიტიკოსის თქმით, "ოცნებამ" სუს-ის "ნასედკები" აამოქმედა:
პირდაპირ უნდა ვთქვა, ბოდიში მაყურებელს, ბოზები დგანან, "ნასედკები", პოლიციასთან და სუსთან ერთად, ვითომ, "დაგრეხილი", ძველი ბიჭები, არც იქ, თავის ცხოვრებაში არ უქნია ეს ხალხი. 200 ლარსა და წამალზე, ოჯახშიც რომ არ უყვართ, მათ მეუღლეებს ერთი სული, რომ აქვთ, რომ "გაეთრიონ" სახლიდან, ასეთი ხალხია, წარმოუდგენელია. ქალებს აყენებენ შეურაცხყოფას, მაგალითად, როგორ ელაპარაკებიან გოგონას, არც ზრდილობა აქვთ, არც კულტურა, "ძველბიჭობაც" არ იციან. ამ ძველ ბიჭებსა და კრიმინალებს, თავისი გასჭირვებიათ, ნუ მივაყენებთ შეურაცხყოფას. თუ მართლა "ძველი ბიჭია", ის არ ეუზრდელება გოგონას, არ გაეკიდება შუშის ბოთლით, მაგდენი მაინც ესმით, ამ ხალხს, მაგრამ ესენი არიან "ნასედკები", სუსისა და პოლიციის მიერ დაქირავებული.
მოვედით, ახლა, ადგილზე, სად არიან? გაქრნენ, გაიქცნენ. პოლიციასთან ერთად მოძრაობენ, კრიმინალები არ არიან, ნუ დავუძახებთ. მათ ის დაუძახეთ, რაც დასაწყისში ვთქვი, - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.
ოპოზიციის წარმომადგენელი ქალი ამბობს, რომ მას "ოცნების" აგიტატორებმა შუშის ბოთლიც კი ესროლეს.
იყვნენ, დაახლოებოთ, 15-20 კაცამდე, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები, წარმოუდგენლად იქცეოდნენ, მსგავსი არასდროს, არაფერი მინახავს. შუშის ბოთლი მესროლეს, პირადად, მე, ამის ვიდეოკადრებს მოგაწვდით, როგორც მტკიცებულებას. როგორც კი დაინახეს, რომ ვიღებდით, იმწამსვე, გახდნენ აგრესიულები, გვაგინებდნენ, ფიზიკურად გვისწორდებოდნენ, ამის შემდეგ რაც გამოჩნდნენ სამართალდამცავები, იდგნენ და უბრალოდ, უყურებდნენ, ცემა-ტყეპას - როგორ გვცემდნენ და როგორ გამისწორდნენ ფიზიკურად, როგორ მესროლეს ბოთლი. გაიყვანეს ერთ-ერთი ქუჩის დახმარებით, ჩასვეს მანქანაში და გააპარეს, ეს ადამიანები, - ამბობს მარიამ დოლიძე.