ხმაური გორის 84-ე საარჩევნო უბანზე - ე.წ. ძველმა ბიჭმა ოპოზიციის წევრის ცემა სცადა
ცოტა ხნის წინ სიტუაცია დაიძაბა გორის 84-ე საარჩევნო უბანზე. ადგილზე ე.წ. ძველი ბიჭები იყვნენ მობილიზებულები, რა დროსაც იქ "ძლიერი საქართველოს" წევრი მაკა კოჭლამაზაშვილი მივიდა. "ოცნების" დაჯგუფების წევრები მას ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, შემდეგ კი ფიზიკური ძალადობაც სცადეს, თუმცა იქ მყოფმა ადამიანებმა ვითარების განმუხტეს.
მივედი ადგილზე, ვუთხარი, რომ უკვე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ უბანზე და ჰქონდათ თუ არა ინფორმაცია, რომ ეს იყო დარღვევა და განვუმარტე, რომ იყო დარღვევა და უბნდა დაეტოვებინათ ადგილი, რამაც გააღიზიანა. ახორციელებდა ეს პირი მუქარას ოპოზიციური პარტიების მიმართ, იგინებოდა და ბოლოს გამოიწია ფიზიკურად, როგორც ჩანს, აპირებდა ცემას, თუმცა მისმა თანმხლებმა პირებმა განარიდეს, - ამბობს მაკა კოჭლამაზაშვილი.