მოქალაქეები “ოცნების“ კოორდინატორს ამომრჩევლების მოსყიდვაში ამხელენ
მოქალაქეები “ოცნების“ კოორდინატორს ამომრჩევლების მოსყიდვაში ამხელენ. როგორც ერთ-ერთი მათგანი ამბობს, თავად მოისმინა, როგორ ამბობდა, რომ ის ხმების სანაცვლოდ ფულს აიღებდა.
“გავიგონე, თქვა, ეგ ახლა თავის ხმებს მისცემს, გამოვა და ფულს აიღებსო“ - ციტირებს მოქალაქე კოორდინატორის სიტყვებს.
“ტვ პირველმა“ იმ სიის გადაღებაც მოახერხა, რომელიც “ოცნების“ კორდინატორს ეჭირა, თუმცა მან თანხების გადახდის ფაქტი არ დაადასტურა.
ახლობლების სია მაქვს. არაფერ ფულს არ ვარიგებ, საჭმელზე ვარ მოსული. ამომრჩევლების მოსასყიდად არ ვარ. ტელეფონის ნომერი მიწერია ახლობლის და მინდა, ვნახო“,- უთხრა დაბნეულად მან ჟურნალისტს.