სოფელ დიდველაში, 23-ე უბანზე უცნობი პირი შეიჭრა და ხმის მიცემის ელექტრონული აპარატი დააზიანა

26.10.24 13:55
სოფელ დიდველაში, 23-ე უბანზე უცნობი პირი შეიჭრა და ხმის მიცემის ელექტრონული აპარატი დააზიანა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდველაში 23-ე უბანზე უცნობი პირი შევიდა და ინვენტარი დააზიანა. დალეწილია ხმის მიცემის ელექტრონული აპარატი. 

23-ე უბანზე ხმის მიცემის პროცესი შეზღუდული იყო და ცოტა ხნის წინ აღსდგა.

შემოვიდა ჩვეულებრივად, უცბად მივარდა ამ აპარატს და დაახეთქა იატაკზე, დასცხო წიხლები და დაამტვრია. არაფერი უთქვამს“, - ამბობს საუბნო კომისიის წევრი.

საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი 1 საათის განმავლობაში პარალიზებული იყო. აპარატურის შეკეტება ამ დრომდე ვერ ხერხდება და მხოლოდ 1 ვერიფიკაციის და 2 კენჭისყრის აპარატით მიმდინარეობს ხმის მიცემა.

 

 

მსგავსი სიახლეები