ფოთში, მე-15 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორი გარდაიცვალა
ფოთში, მე-15 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორი გარდაიცვალა.
უბნის თავმჯდომარის, გიორგი ჩხარტიშვილის თქმით, 50 წლამდე მამაკაცი რეგისტრატორის პოზიციას იკავებდა.
ამავე ცნობით,მამაკაცი უეცრად ცუდად გახდა.
ადგილზე მყოფმა პირებმა მას დახმარება გაუწიეს და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა ადგილზე მოსულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს მამაკაცი ადგილზე გარდაცვლილი დახვდა.
ცნობისთვის, 50 წლამდე მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.