ფიზიკური დაპირისპირება ისანში - საარჩევნო უბნებთან სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა
ხმაური და დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ ისანში - 56-ე საარჩევნო უბანთან რამდენიმე პირს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ადგილზე მყოფი დამკვირვებლები "პირველებს" უყვებიან, რომ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან ე.წ. ძველი ბიჭები, რომლებიც თავს დამკვირვებლებად ასაღებენ.
"პირველების" მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს რომ რამდენიმე კაცი ხელკეტებით გადადგილდებიან.
20-ზე მეტი პიერი მანქანებს ფეხს ურტყამდნენ და სხვადასხვა ნივთებს ესროდნენ, რის შედეგადაც ავარია მოხდა.
ადგილზე იმყოფებოდა პარლამენტის ყოფილი წევრი ვანო ზარდიაშვილიც, რომელიც ამბობს, რომ უბანზე ხმის მისაცემად მივიდა.
მსგავსი სიახლეები
მოემზადეთ ზაფხულისთვის - ნახეთ, სად შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, მომხმარებლები მოგზაურობისთვის, სახლის განახლებისა და სეზონური შოპინგისთვის ემზადებიან, რაც ხშირად ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარჯის გაწევას მოითხოვს.