ჩვენ გვინდა ისეთი მომავალი დადგეს, რომელზედაც ვოცნებობთ, ევროპული კურსით - ნიკოლოზ რაჭველი

26.10.24 14:44
ჩვენ გვინდა ისეთი მომავალი დადგეს, რომელზედაც ვოცნებობთ, ევროპული კურსით - ნიკოლოზ რაჭველი

მუსიკოს ნიკოლოზ რაჭველისთვის არჩევნებზე ასეთი მაღალი აქტივობა მოულოდნელი არ ყოფილა.

როგორც ის ამბობს, ელოდება, რომ ხვალიდან ბევრი რამ შეიცვლება ქვეყანაში და ის ევროპულ გზას დაუბრუნდება. 

მუხტიც და არჩევანიც, ჩემი აზრით, ჩვენი ქვეყნის უმრავლესობას აქვს, ძალიან იდენტური. ჩვენ გვინდა ისეთი მომავალი დადგეს, რომელზედაც ვოცნებობთ, არის სავსე სიკეთით, მრავალფეროვნებით და რაც მთავარია ევროპული კურსით და იმ სიკეთეებით, რომელსაც მოველით“,- განაცხადა რაჭველმა. 

 

მსგავსი სიახლეები