ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობა “წყლის ჭავლთან მოცეკვავე გოგოზე“ - რას ამბობს სალომე კენჭიაშვილი
ნაძალადევის რაიონში, 23-ე , 24-ე საარჩევნო უბანზე, “წყლის ჭავლთან მოცეკვავე გოგოზე“, სალომე კენჭიაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობა ჰქონდა ადგილი.
როგორც კენჭიაშვილი “ტვ პირველს“ უყვება, მან საეჭვოდ მიიჩნია ერთ-ერთი მამააკაცის ადგილზე ყოფნა, რის გადაღებასაც აპირებდა და სწორედ ამ დროს, მან ხელი ჰკრა და ტელეფონის წართმევა დაუპირა.
მეგობრულად მივმართე და ვკითხე, რიგში დგახარ-მეთქი? ანუ არჩევნებზე ხარ თუ ისეთქო და მეორე კითხვა იყო, დაკვირვებელი ხომ არ ხარ მეთქი, რაზედაც მივირე პასუხი - რა შენი საქმეაო. გადავწყვიტე ეს გადამეღო ვიდეოზე, შენობას გადავუღე და ამ კაცის გადაღებასაც ვაპირებდი, რადგან ვიცი, რომ ეს დარღვევა. ეს ეგრევე გამოიწია, ჯერ ტელეფონის წართმევა სცადა, შემდეგ კი ფიზიკურად შემეხო, ხელი მკრა“,- ამბობს კენჭიაშვილი.
კენჭიაშვილი სხვა დარღვევებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ხალხი დგას სიებით და ამოწმებენ რა ხდება უბანზე.