კოლხიდაში “ძველი ბიჭების“ მობილიზებაა - ანა წითლიძე რეაგირებას ითხოვს
სოფელ კოლხიდაში, 31- ე საარჩევნო უბანზე საპარტულო პოლიციის დამატებით ჯგუფს ელოდებიან. “ერთიანობა - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის მტკიცებით, უბანზე მობილიზებულები არიან „ოცნების“ აქტივისტები და ამომრჩეველზე ზეწოლის მოხდენას ცდილობენ.
“აქ არიან ე.წ. ნასეტკები, რომლებიც ნარკოტიკული ნივთიერების თრობის ქვეშ არიან“, - ამბობს წითლიძე.
მისი თქმით, პოლიციის დამატებითი ჯგუფის გამოძახებაც სწორედ იმიტომ გადაწყვიტა, რომ მათი ადგილიდან მოშორება მოხდეს.
ეს არის კოლხიდა , 31-ე საარჩევნო უბანი, გამოვიძახე საპატრულო პოლიციის დამატებითი ჯგუფი, რადგან აქ არიან ადამიანები, “ოცნების“ აქტივისტები, არშემდგარი ძველი ბიჭები, ე.წ. ნასეტკები, რომლებიც ნარკოტიკული ნივთიერების თრობის ქვეშ არიან, იმყოფებიან უბანზე, რომ ზეგავლენა მოახდინონ ამომრჩეველზე, რათა მათ შეეშინდეთ უბანზე მოსვლის“- აცხადებს წითლიძე.
წითლიძეს იქ მყოფი ახალგაზრდა დაუპირისპირდა და ის ტყუილის გავრცელებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, არავინ უბანს არ აკონტროლებს, ის 4 ადამიანი კი, რომელიც იქ დგას, მისი ბავშვების მეგობარია და ისინი აპოლიტიკურები არიან.