რამდენი ადამიანია სრულად ვაქცინირებული - ახალი სტატისტიკა
22 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 286 187 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 10.0%-ს შეადგენს - სტატისტიკას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ირკვევა, რომ 21 აგვისტოს აიცრა 23 303 პირი. 22 აგვისტოს მონაცემებით 962 165 აცრა ჩატარდა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 675 978 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 23.7%-ია.