მე-9 საარჩევნო უბანთან ენმ-ის წევრს ხელკეტებით გაუსწორდნენ - "პირველებმა" ადგილზე კობა ტყეშელაშვილი გადაიღო
"ტვ პირველისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, ისანში, მე-9 საარჩევნო უბანთან “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრს ხელკეტებით გაუსწორდნენ.
დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თავდამსხმელები კი ადგილიდან მას შემდეგ მიიმალნენ, რაც ოპოზიის თქმით, მათ პოლიციამ კორდონი გაუკეთა.
როგორც ირკვევა, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა კობა ტყეშელაშვილი, კალაძის ყოფილი დაცვა და “ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი. მისი სახელი კორცხელის ინციდენტში ფიგურირებს.