ხელისუფლება აგებს - ბადრი ჯაფარიძე
საარჩევნო უბნებთან მობილიზებული "ოცნების" აგიტატორები და ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტები - მარნეულში ცოტა ხნის "ძლიერი საქართველოს" ლიდერები ჩავიდნენ. კოალიციის ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ საარჩევნო უბნებთან არსებული სურათი ცხადყოფს, რომ "ქართული ოცნება" არჩევნებს დამაჯერებლად აგებს. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, სულ რამდენიმე საათია დარჩენილი, რათა ხელისუფლების მარცხი ციფრებით დადასტურდეს.
ეს მიანიშნებს იმაზე, რომ აგებს ხელისუფლება. დამაჯერებლად აგებს. ის, რაც მოხდა სადახლოში გააკეთეს იმის გამო, რომ იქ ოპოზიციამ მიიღო გაცილებით მეტი ხმა, ვიდრე „ქართულმა ოცნებამ“, პირდაპირ ღიად ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული, რომ გაუქმებულიყო სადახლოს უბანზე შედეგები. ვიყავით ახლა მეორე უბანთან. იქ იყო დიდი ჯგუფი ადამიანების, რომლებიც ურჩევდნენ ჩვენს თანამოქალაქეებს, ვისთვის მიეცათ ხმა და წარმოგიდგენიათ, რას ურჩევდნენ. ახლა ის ჯგუფიც დაიშალა. ჩვენ გადმოვინაცვლეთ 79 უბანთან. აქაც უამრავი ადამიანია ისევ იმისთვის, რომ ზეგავლენა მოახდინონ ჩვენს თანამოქალაქეებზე, მაგრამ გადაწყვეტილი ამბავია, „ქართული ოცნება“ არის დამარცხებული. ჩვენ დაგვრჩა რამდენიმე საათი იმისთვის, რომ ოფიციალური ციფრებით დადასტურდეს მათი დამაჯერებელი მარცხი, - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
მარნეულში თითქმის ყველა საარჩევნო უბანთან "ოცნების" აგიტატორები არიან მობილიზებული. "პირველებმა" ასევე ამომარჩეველზე ზეწოლის ფაქტებიც გადაიღო.
ცოტა ხნის წინ იქ "ძლიერი საქართველოს" ლიდერები ჩავიდნენ, რათა