მარნეულის N69-ე საარჩევნო უბნის მონაცემები ცესკომ ბათილად ცნო

26.10.24 16:48
მარნეულის N69-ე საარჩევნო უბნის მონაცემები ცესკომ ბათილად ცნო

ცესკო-ს პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, მარნეულის N69-ე საარჩევნო უბნის მონაცემები ბათილად იქნა ცნობილი. აღნიშნული გადაწყვეტილება საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე იქნა მიღებული.

“სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი„ - თქვა იოსელიანმა.

მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისია მარნეულში ადგილზე იყო გასული და შეისწავლა ფაქტი. 69-ე უბანზე შეწყდა საარჩევნო პროცესი. საოლქო საარჩევნო კომისიამ დაუყოვნებლივ მოიწვია სხდომა და აღნიშნული უბნის მონაცემები ბათილად იქნა ცნობილი. რაც შეეხება დეტალებს, ჩვენ როგორც სოციალური ქსელებიდან გვაქვს ინფორმაცია და ვიდეოში ვნახეთ, აღნიშნულ პირს საარჩევნო უბანზე ეკეთა წარმომადგენლის მოწმობა. უფრო მეტ დეტალებს, თუ რომელი სუბიექტის წარმომადგენელი იყო, მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას,“ – გაანაცხადა იოსელიანმა.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება 164-ე 3 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც არჩევნების გაყალბებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები