ზვიადაური მოკლული ნიკა კენჭოშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

23.08.21 11:13
ზვიადაური მოკლული ნიკა კენჭოშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

მკვლელობაში ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონი, ზურაბ ზვიადაური, წინანდალში სისხლიანი გარჩევის შედეგად მოკლული ნიკა კენჭოშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. 

27 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი დეპუტატი აღნიშნავს, რომ მომხდარს გამარჯვებული არ ჰყავს და ყველა მხარე დამარცხდა. 

მისი ადვოკატის თქმით, ზვიადაური ძალიან განიცდის, რომ სისხლისღვრა თავიდან ვერ აიცილა: 

ძალიან მძიმეა ზურაბ ზვიადაურის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, იგი განიცდის მომხდარს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს. ძალიან დარდობს და განიცდის, რომ მან ვერ შეძლო დამდგარი შედეგის თავიდან აცილება. ეს არის მდგომარეობა და მოცემულობა, სადაც ორივე მხარე დამარცხდა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოხერხდეს მისი ქმედების სწორი სამართლებრივი შეფასება"- აცხადებს მაგდა კოტრიკაძე. 

მისი თქმით, ზვიადაურებსა და კენჭოშვილებს შორის არანაირი ბიზნესდავა არ არსებობს.