ეს არის არჩევანი დასავლეთსა და რუსეთს შორის - მერაბ სეფაშვილი

26.10.24 17:19
ეს არის არჩევანი დასავლეთსა და რუსეთს შორის - მერაბ სეფაშვილი

არჩევანი დასავლეთსა და რუსეთს შორის - ასე აფასებს დღევანდელ საპარლამენტო არჩევნებს მომღერალი, მერაბ სეფაშვილი და ამბობს, რომ მან ხმა ახალგაზრდებს მისცა, რადგან ევროპა განსაკუთრებულად მათ ეკუთვნით.

“ალბათ მალე მივულოცავთ ამ ხალხს გამარჯვებას“, - განაცხადა სეფაშვილმა.

დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დღეს ყველა ერთად განსაკუთრებულ არჩევანს ვაკეთებთ. ეს არ არის რომელიმე პარტიის არჩევნები, ეს არის არჩევანი დასავლეთსა და რუსეთს შორის. მე მივეცი ხმა ახალგაზრდობას, იმდენი იომეს ამ ხალხმა, რომ განსაკუთრებულად ეკუთვნით ევროპაც, დასავლეთიც და ყველაფერი ის, რაც ნორმალურია და არა რუსეთი. ასე რომ, ალბათ მალე მივულოცავთ ამ ხალხს გამარჯვებას“,- განაცხადა სეფაშვილმა.

მსგავსი სიახლეები