გათავისუფლდეს სახელმწიფო და ეკლესია მიკერძოებული მართლმსაჯულებისაგან - დეკანოზმა, გიორგი მამალაძემ ხმა მისცა
დეკანოზმა, გიორგი მამალაძემ ბათუმში საკუთარი არჩევანი გააკეთა და ხმა მისცა. როგორც დეკანოზმა განაცხადა, ხმა მისცა "სახელმწიფოსა და ეკლესიის გათავისუფლებას მიკერძოებული მართლმსაჯულებისაგან"
"განხორციელდეს კორუმპირებული სასამართლოს და პროკურატურის რეორგანიზაცია. სხვა შემთხვევაში, არც განათლების სისტემა, არც ეკონომიკა და არც სხვა რამ სასიკეთო არ განხორციელდება" - თქვა დეკანოზმა.