"მარნეულში, N22-ე საარჩევნო უბანზე, კომისიის წევრმა ყუთში 20-ზე მეტი ბიულეტენი ჩაყარა" - ISFED

26.10.24 18:41
"მარნეულში, N22-ე საარჩევნო უბანზე, კომისიის წევრმა ყუთში 20-ზე მეტი ბიულეტენი ჩაყარა" - ISFED

მარნეულში, N22-ე საარჩევნო უბანზე, კომისიის წევრმა ყუთში 20-ზე მეტი ბიულეტენი ჩაყარა - ამის შესახებ "სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) აღმასრულებელი დირექტორმა, ნინო დოლიძემ განაცხადა.

დოლიძის თქმით, კომისიის წევრმა "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელი უბნიდანაც გააძევა.

"კვლავ დაფიქსირდა ბიულეტენის ჩაყრის შემთხვევა ისევ მარნეულის საარჩევნო ოლქის, ამჯერად 22-ე საარჩევნო უბანზე და რა თქმა უნდა, გასაჩივრებული გვაქვს აღნიშნული საარჩევნო უბანი. 

N22-ე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრმა ჩაყარა 20-ზე მეტი ბიულეტენი და "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელი უბნიდან გამოაძევა," - განაცხადა ნინო დოლიძემ. 

ცნობისთვის, მსგავსი შემთხვევა მარნეულის N69-ე უბანზეც დაფიქსირდა. მოქალაქეებმა საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩაყარეს, რის გამოც კენჭისყრის პროცესი შეწყდა.