რუსეთიდან ჩამოსულმა "ოცნების" მხარდამჭერმა ბიზნესმენმა საარჩევნო უბანთან სუფრა გაშალა

26.10.24 19:14
რუსეთიდან ჩამოსულმა "ოცნების" მხარდამჭერმა ბიზნესმენმა საარჩევნო უბანთან სუფრა გაშალა

 

 

რუსეთიდან ჩამოსულმა "ქართული ოცნების" მხარდამჭერმა ბიზნესმენმა შიდა ქართლში მდებარე საარჩევნო უბანთან სუფრა გაშალა. 

ბაჰადინ ალიევი სწორედ ის ბიზნესმენია, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტში, ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობს. 

კერძოდ, რუსეთიდან ჩამოსულმა ბიზნესმენმა ქეიფის შემდეგ ხალხი მეჩეთში წაიყვანა და დააფიცა, რომ ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდნენ.

რუსეთიდან ჩამოსული ბიზნესმენი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ხმა მმართველ პარტიას მისცენ. 

ამასთან, აქტიურია ქობულეთიდან ჩამოყვანილი ბიზნესმენი გიორგი ბესტაევი, რომელიც კოშკასა და კარბში ამომრჩეველზე ზეწოლის მოხდენას ცდილობს. 

აგრეთვე, სპეციალურად დღევანდელი დღისთვის, რუსეთიდან ჩამოვიდა ბიზნესმენი ანატოლი ავაზნელი, რომელსაც ბოლო მონაცემებით, სოფელ  ტინისხიდში საარჩევნო უბანთან სუფრა აქვს გაშლილი. 

მსგავსი სიახლეები