არჩევნების შედეგები არ არის ლეგიტიმური, არ ასახავს საქართველოს მოქალაქეების ნებას - ეკა გიგაური
ის შედეგები რომელიც გამოაქვეყნა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, არ ასახავს საქართველოს მოქალაქეების ნებას - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
გავლენიანი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ "არჩევნები არ იყო სამართლიანი".
გიგაური ხაზგასმით აცხადებს, რომ "ოცნებამ" დარღვევებს ხელისუფლების შესანარჩუნებლად მწვანე შუქი აუნთო.
არჩევნები არ იყო სამართლიანი. წინასაარჩევნო პერიოდში ვხედავდით, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მოქმედებდნენ მმართველი პარტიის სასარგებლოდ, არ რეაგირებდნენ კონკრეტულ დარღვევებზე და არჩევნების დღესაც იგივე გაგრძელდა. ფაქტობრივად, ჩვენ დავინახეთ, რომ მათ ჰქონდათ მიცემული მწვანე შუქი, რომ გაეკეთებინათ ყველაფერი იმისთვის, რომ მოეპოვებინათ ხმები და წინასწარ იცოდნენ, რომ მათი პასუხისმგებლობა არ დადგებოდა.
ამიტომ, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ის შედეგები რომელიც გამოაქვეყნა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, არ ასახავს საქართველოს მოქალაქეების ნებას. არჩევნებში იყო ძალიან ბევრი პრობლემა და ეს შედეგები ნამდვილად არ არის ლეგიტიმური", - აცხადებს გიგაური.