საარჩევნო მანიპულაციები და გაყალბების სქემა- ნინო ლომჯარია დარღვევებზე საუბრობს

27.10.24 10:22
საარჩევნო მანიპულაციები და გაყალბების სქემა- ნინო ლომჯარია დარღვევებზე საუბრობს

პლატფორმის - „საქართველოს ევროპული ორბიტა“ დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია საარჩევნო დარღვევებზე საუბრობს და ამბობს, რო  მსგავსი მასშტაბური და უხეში დარღვევების შესახებ ინფორმაცია არასდროს მიუღიათ.

ლომჯარია მიიჩნევს, რომ სწორედ ამ საარჩევნო მანიპლუაციების და ხრიკების შედეგად მიიღეს ასეთი შედეგი

ინფორმაცია, ასეთი მასშტაბური, უხეში, მასიური, სისტემური საარჩევნო პროცედურის დარღვევის შესახებ არ მიგვიღია არასდროს. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ იმ საარჩევნო უბნებზე და ოქლებში, სადაც ჩვენ ვიყავით, სადაც დავაიდენტიფიცირეთ, რომ ეს სქემა გაყალბების, საარჩევნო მანიპულაციების და ხრიკების მოქმედებს, მიგვაჩნია, რომ ამ მასშტაბის დარღვევებს ჰქონდა გავლენა ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე და საბოლოოდ, მიღებულ შედეგებზე“,- განაცხადა ლოჯარიამ.

მსგავსი სიახლეები