ბიძინა ივანიშვილმა იქურდა, ქართველ ხალხს განვითარების საშუალება მოჰპარა - ლაშა ბუღაძე

27.10.24 10:35
ბიძინა ივანიშვილმა იქურდა, ქართველ ხალხს განვითარების საშუალება მოჰპარა - ლაშა ბუღაძე

მწერალი, ლაშა ბუღაძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილმა არა მხოლოდ არჩევნები, არამედ განვითარების საშუალება მოიპარა.

“ეს იყო გაცხადებული ქურდობა“, - ამბობს ბუღაძე.

მისივე თქმით, ის, რაც საკუთარი თვალით საარჩვენო უბნებზე ნახა, იყო “მოპარვა და ავტოკრატია.“

ბიძინა ივანიშვილმა იქურდა, მოიპარა არა მხოლოდ არჩევნები, არამედ მართლაც განვითარების და დაცულობის საშუალება ევროპული მიმართულებით, წარმოუდგენელი გაყალბება იყო, მე რაც ვნახე, რამდენიმე უბანზე, განსაკუთრებით ისანში. ეს იყო გაცხადებული ქურდობა, სადაც მარკირებული ხალხი, რომელთაც უკვე ჰქონდათ მონაწილეობა მიღებული არჩევნებში, ხელახლა შემოდიოდნენ და ისევ აძლევდნენ ხმას. საიდანღაც ჩნდებოდნენ ადამიანები, რომლებიც იძახდნენ, რომ არა, ეს ასე არ არის, და თუ ვინმე ამას აპროტესტებდა, მათ აძევებდნენ, ან შეურაცხყოფას აყენებდნენ, სხვადასხვა ფორმით. ეს არის გაყალბება, მოპარვა და ავტოკრატია“, - განაცხადა ბუღაძემ.

მსგავსი სიახლეები