უმკაცრეს შედეგებს ველი, ამაზე სერიოზული გაფრთხილებები უკვე გვაქვს მიღებული - ბაია პატარაია
ორგანიზაცია "საფარის" აღმასრულებელი დირექტორი, ბაია პატარაია აშშ-ის და ევროკავშირისგან უმკაცრეს შედეგებს ელის და ამბობს, რომ მათი მხრიდან გაფრთხილებები სულ გვესმოდა, უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე.
პატარაიას თქმით, ავტოკრატიის პირობებში ვერანაირი ევროინტეგრაციის პროცესი ვერ გაგრძელდება.
უმკაცრეს შედეგებს ველი, იმიტომ რომ ჩვენ გვაფრთხილებდა ევროკავშირი, აშშ, რომ “ქართული ოცნება“ თუ მოიპარავდა არჩევნებს, დადგებოდა მძიმე დრო ბიძინა ივანიშვილისთვის და მათ შორის ჩვენთვისაც. ამ მასშტაბის ადამიანის უფლებათა დარღვევამ, სავარაუდოდ, შეიძლება გამოიწვიოს უვიზო მიმოსვლის შეჩერება, და ამაზე სერიოზული გაფრთხილებები უკვე გვაქვს მიღებული. ავტოკრატიის პირობებში ვერანაირი ევროინტეგრაციის პროცესი ვერ გაგრძელდება, მართლა ყველამ საკუთარ თავს უნდა დავუსვათ შეკითხვა, თითოეულ მოქალაქეს რისი გაკეთება შეუძლია“, - ამბობს პატარაია.
მსგავსი სიახლეები
მოემზადეთ ზაფხულისთვის - ნახეთ, სად შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, მომხმარებლები მოგზაურობისთვის, სახლის განახლებისა და სეზონური შოპინგისთვის ემზადებიან, რაც ხშირად ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარჯის გაწევას მოითხოვს.