აშშ - ში „ოცნება“ დიდი სხვაობით აგებს - ემიგრანტებმა ხმა ქვეყნის ევროპულ მომავალს მისცეს

27.10.24 11:37
აშშ - ში „ოცნება“ დიდი სხვაობით აგებს - ემიგრანტებმა ხმა ქვეყნის ევროპულ მომავალს მისცეს

ამ დროის ინფორმაციით, შტატებში გახსნილი ოთხი საარჩევნო უბნიდან “ოცნება“ ყველგან აგებს. უკვე ცნობილია ნიუ-იორკის მერვე უბნის შედეგები, სადაც პროდასავლური ოპოზიცია ლიდერობს, “ოცნებამ“ კი ხმების დაახლოებით 7-10 % მიიღო.

საარჩევნო პროცესი მთელი რიგი დარღვევებით მიმდინარეობდა, ყველა პირობა იყო შექმნილი იმისთვის, რომ ხალხს ხმის მიცემა ვერ მოეხერხებინა, თუმცა მათ მაინც შეძლეს საკუთარი არჩევანის დაფიქსირება. 

კომისიის წევრის თქმით, 10 წელია, არჩევნების ჩატარებაში მონაწილეობს, თუმცა მსგავსი აქტივობა არა ახსოვს.

კომისია დაკომპლექტებულია სახელისუფლებო კადრებით, ოპოზიცია უმცირესობაშია. 3 უბანზე კატასტროფული მდგომარეობაა, ხალხი თითქმის, არ იძვრის ადგილიდან, რადგან პირობები არის შეუსაბამო“- ამბობს კომისიის წევრი.

დარღვევებზე საუბრობენ ამომრჩევლები და ამბობს, რომ უბნის მოსაძებნადაც კი დიდი ძალისხმევა დასჭრიდათ, რადგან არავინ დაწერა, რომელი უბანი სად იყო.

5 საათი ვიდექი რიგში, არ იყო მოწესრიგებული და შესაბამისად, ვერ ხდებოდა ხალხის ნაკადის სწრაფი მომსახურება, ვფიქრობ, ხელოვნური ბარიერია შექმნილი, რადგან შეიძლებოდა ამ ნაკადს თავისუფლად გამკლავებოდა საგარეო საქმეთა სამინისტრო და ცესკო“,- ამბობს ერთ-ერთი ამომრჩეველი. 

აშშ - ში, საერთო ჯამში, 14 010 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, რომელთაგან 12 ათასზე მეტი ნიუ-იორკში აძლევდა ხმას. 

 

მსგავსი სიახლეები