მიუნხენში “ოცნებამ“ დიდი სხვაობით წააგო
გერმანიის ქალაქ მიუნხენში გახსნილ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა დასრულდა. ოქმის თანახმად, უბანზე 1056 ამომრჩეველი გამოცხადდა.
მმართველმა პარტიამ მხოლოდ 47-ის ხმა მიიღო, ანუ საერთო რაოდენობის 4,45%.
ჯამში, შედეგები ასეთია:
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ – 477
„ერთობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 122
„ძლიერი საქართველოსთვის“ – 189
„გახარია – საქართველოსთვის“ – 110
„ქართული ოცნება“ – 47
„გირჩი“ – 66
„ევროპელი დემოკრატები“, „პატრიოტთა ალიანსი“ – 6-6 ხმა
ლეიბორისტული პარტია – 13
„შეცვალე საქართველო“ – 4
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ – 1
„საქართველო“ – 3
„თავისუფალი საქართველო“ – 2
„ჩვენ“ – 4
„მემარცხენე ალიანსი“, „ქართველ ერთობა“, „საქართველოს ერთობისა და გაერთიანების პარტია“ – თითო-თითო ხმა.