ზეწოლა, დაშინება, პერსონალური მონაცემების შეგროვება და ამომრჩევლის მოსყიდვა - ISFED-მა დარღვევები გამოავლინა

27.10.24 12:17
ზეწოლა, დაშინება, პერსონალური მონაცემების შეგროვება და ამომრჩევლის მოსყიდვა - ISFED-მა დარღვევები გამოავლინა

სამართლიანმა არჩევნებმა (ISFED) წინსაარჩევნოდ გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და მათი დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაცია გაასაჯაროვა.

ნინო დოლიძის თქმით, ამომრჩველებზე ზეწოლამ, დაშინებამ, პირადობის მოწმობების ჩამორთმევამ, პერსონალური მონაცემების შეგროვებამ და ამომრჩევლის მოსყიდვამ არჩევნების მიმართ ნდობა მნიშვნელოვნად დააზიანა.

სამართლიანმა არჩევნებმა მძიმე დარღვევები გამოავლინა, როგორიცაა, ბიულეტენების ჩაყრა, ხმის მრავალჯერადი მიცემა, ამომრჩველის მოსყიდვა, დამკვირვებლების უბნებიდან გაძევება, უბნის გარეთ ამომრჩეველთა მობილიზების, მათი პერსონალური მონაცემების შეგროვების, და მათი ნების კონტროლის ფაქტები. სამართლიანი არჩვენების შეფასებით, ამ დარღვევების ერთობლიობას, შესაძლოა, არსებითი გაველნა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე. 

სამართლიანი არჩევნები მიიჩნევს, რომ არჩევნების დღე და წინასაარჩევნო პერიოდი, ერთობლივად უნდა იქნას შეფასებული, არჩვნების დღის საბოლოოდ შეფასებისთვის და გამოყოფს წინასაარჩევნო პერიოდის რამდენიმე მიგნებას, რომელიც პირდაპირ კავშირშია არჩვენბსი დღის შეფასებასთან.

მათ შორის უმნიშნელოვანესია, მმართველი პარტიის მხრიდან , წინასაარჩევნო პერიოდში, სახელმწიფო რესურსებზე უპირატესობა, ადგილი ჰქონდა საარჩევნიოდ მოტივირებულ არაერთ სოციალურ, ეკონომიკურ თუ ინფრასტრუქტურულ პროგრამას და საჯარო მოხელეების აგიტაციაში მონაწილეობას.

წინასაარჩევნო გარემოზე ნეგატიურად იმოქმედა ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების შეგროვების და დამუშვების ფაქტებმა.

რაც შეეხება არჩევნების დღეს - იმის გათვალისწინებით, რომ სამართლიანი არჩევნები ჯერ კიდევ აგროვებს მონაცემებს დამკვირვებლებისგან, ხმებსი დათვლის დროს ორგანიზაციას მასშტაბური პრობლემები არ დაუფიქსირებია, თუმცა, ხაზს ვუსვამთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დრეს გამოვლენილმა ფაქტებმა, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა არჩევნებსი დღეზე და მის შედეგებზე. არჩრვნების დღეს შეიმჩნეოდა დარღვევების და ინციდენტების სიმრავლე, საარჩევნო უბნების 9 % არ იცავდა ამომრჩეველთა ხმის მიცემის ფარულობას, გამოვლინდა მარკირებასტან დაკავშირებული პრობლემები, დამკვირვებლების დაშინების, სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის და გაძევების შემთხვევბი. რამდნეიმე უბანზე გამოვლინდა ბიულეტენების მასობრივი ჩაყრის  და მრაავლჯერადი ხმის მიცემის ფაქტები “,- განაცხადა ნინო დოლიძემ.

 

მსგავსი სიახლეები