ზურაბ ზვიადაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა

23.08.21 13:14
ზურაბ ზვიადაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა

"ტვ პირველის" ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის, ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. 

ადვოკატების ინფორმაციით, საჭიროა, ზვიადაური ციხისდან კლინიკაში გადაიყვანონ. უფლებადამცველები მიმართავენ სასჯელაღსრულების დაწესებულებას, რომ დაკავებულის ტრანსპორტირება მოხერხდეს. 

ზვიადაურს 27 წლის ნიკა კენჭოშვილის მკვლელობას ედავებიან. მასთან ერთად დაკავებულ ჯაბა ჯანგირაშვილს  კი ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის გაასამართლებენ. 

გამოძიების ინფორმაციით, წინანდლის ტყეში მომხდარი სისხლიანი გარჩევისას, სადაც სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური, ყოფილმა სპორტსმენმა სასიკვდილოდ დაჭრა ნიკა კენჭოშვილი.