"გაცხადებული ქურდობა" - ადგილობრივი დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი უპრეცედენტო დარღვევები
უთანასწორო, ძალადობრივ და დაძაბულ გარემოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები - ასე აფასებენ ადგილობრივი სადამკვირებლო ორგანიზაციები 2024 წლის არჩევნებს. ყველაზე გავლენიანმა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთ-ერთ მთავარ დარღვევად დაასახელეს მარკირების წესების დაუცველობა, რის შემდეგაც მარკირებაგაუვლელმა პირებმა ერთი ხმის ნაცვლად ივანიშვილის პარტიას ხმა რამდენჯერმე მისცეს.
ირკვევა, რომ მარკირებასთან დაკავშირებული პრობლემები უბნების 13 % ზე გამოვლინდა, რაც უპრეცედენტოა და წინა არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებს აღემატება
მათი თქმით, მთელს ქვეყანაში დაფიქსირდა პირადობების ჩამორთმევა და საარჩევნო უბნებთან მობილიზებული კრიმინალები. დამკვირვებლების შეფასებით, ამომრჩევლებს არ ჰქონდათ საშუალება თავისუფალ გარემოში, ზეწოლის გარეშე გაეფერადებინათ ან შემოეხაზათ საკუთარი არჩევანი.
არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ ასეთი სისტემური მასშტაბური საარჩევნო პროცესის დარღვევების შესახებ მასიური ინფორმაცია არასდროს მიუღიათ. ეს იყო გაცხადებული ქურდობა, ივანიშვილმა იქურდა და ქართველ ხალხს არჩევნებთან ერთად, განვითარების და დაცულობის საშუალება მოპარა - ასე ფიქრობენ სამოქალაქო საზოგადოების წევრები.
დეტალები ნახეთ, ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.