მკვლელობა ბაკურიანში - ამურ შველიძის ოჯახს დაზარალებულის სტატუსს მიანიჭებენ

23.08.21 15:14
მკვლელობა ბაკურიანში - ამურ შველიძის ოჯახს დაზარალებულის სტატუსს მიანიჭებენ

მკლელობა ბაკურიანში - გარდაცვლილი ამურ შველიძის ოჯახს დაზარალებულის სტატუსს მიანიჭებენ. შველიძის ძმა საგამოძიებო უწყებაში ცოტა ხნის წინ მივიდა. ოჯახის წევრი ამბობს, რომ სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში, რომელიც საქმეში დევს, ნათლად ჩანს, როგორ სვამენ ამურ შველიძე ავტმობილში და დანას ხსნიან. 

გამომძიებელმა დამირეკა, დამიბარა, სტატუსი უნდა მოგანიჭოთო დაზარალებულისო. როგორც ვიცი, ერთი პირია დაკავებული. ეს არის... თავიდანვე შეხვდნენ, მანქანაში ჩაიჯინეს, დანაც აქვს გაშლილი, ყველაფერი ჩანს კამერაში... ეს პირი არის, რომელიც ემუქრებოდა. დანა გაუშალეს, უცემიათ კიდეც. კამერაში ჩანს ყველაფერი და მე მგონი, გავარკვევ მაგასაც. 115 მიმდინარეობს კიდევ გამოძიება, მაგრამ გადაკვალიფიცირება რომ მოხდება, უნდა შეიცვალოს. 108-ე მუხლით უნდა წავიდეს გამოძიება,. თავის ხელით თავს არ მოიკლავდა, არ ჰქონდა ისეთი პირობები, რომ თავი მოეკლა, - ამბობს შველიძის ძმა. 

25 წლის ამური შველიძის ცხედარი ბაკურიანში რამდენიმე დღის წინ იპოვეს. პოლიცია ოჯახს არწმუნებდა, რომ  შველიძემ თავი მოიკლა, თუმცა ოჯახის სკანდალური განცხადებებისა და ტვ პირველის რეპორტაჟების შემდეგ სამართალდაცველებმა საქმეზე ერთი პირი დააკავეს.