"არჩევნები მოპარულია" - პარლამენტთან დღეს 19:00 საათზე აქცია გაიმართება

28.10.24 10:49
"არჩევნები მოპარულია" - პარლამენტთან დღეს 19:00 საათზე აქცია გაიმართება

რუსთაველის გამზირი დღეს ისევ პროტესტის ეპიცენტრი იქნება. მოქალაქეები მასშტაბურ აქციას პარლამენტთან  19:00 საათზე გამართავენ. ხალხი ქუჩაში საკუთარი არჩევანის დასაცავად გადის. საქართველოს მოქალაქეები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ მათ არჩევანი მოპარა. 

საპროტესტოა აქცია გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა დააანონსა და 26 ოქტომბრის არჩევნები "რუსულ არჩევნებად" შეაფასა.