როგორ გაყალბდა არჩევნები - ადგილობრივი დამკვირვებლები ფაქტებს ასაჯაროებენ

28.10.24 15:37
როგორ გაყალბდა არჩევნები - ადგილობრივი დამკვირვებლები ფაქტებს ასაჯაროებენ

როგორ გაყალბდა არჩევნები - ადგილობრივი დამკვირვებლები ფაქტებს ასაჯაროებენ. "პირველებთან" საუბარში ისინი ყველა იმ დარღვევის შესახებ საუბრობენ, რომელიც საკუთარი თვალით ნახეს და რიგ შემთხვევებში, ამის მტკიცებულებებიც გააჩნიათ. 

ერთ-ერთი დამკვირვებელი ყვება, რომ იყო შემთხვევები, როდესაც მოქალაქეებს საარჩევნო უბანზე ფარულად სხვა ადამიანის პირადი ნომრებიც შეჰქონდათ, დამკვირვებლებს კი მოქალაქეების ვერიფიკაციის საშუალება არ ეძლეოდათ. იყო ასევე შემთხვევები, როდესაც ხმას მართვის მოწმობებით აძლევდნენ. 

ადამიანი რომ მიდიოდა ხმის მისაცემად, მეორე მხრიდან მიდიოდნენ და აძლევდნენ ინსტრუქციას და მათ შორის კომისიის თავმჯდომარეც.  პასპორტით შემოდიოდა, რომელიც არც შეამოწმეს, ამიტომ პასპორტი გავაშლევინე და ამ პასპორტში კიდევ ჰქონდა სხვა პირადი ნომერი, თუმცა არც პირადი ნომერი იყო მისი და არც პასპორტი იყო ამ ადამიანის. პირადი ნომრის წართმევა მოვახერხე და მაქვს ამის ფოტო, მაგრამ პასპორტი წამართვა და გაიქცა. მართვის მოწმობების შემთხვევებიც ძალიან ბევრი იყო და იმის გამო, რომ არ ხერხდებოდა ამ ადამიანების ვერიფიკაცია, ვერ ვხედავდი, შესაძლოა, რომ სხვისი საბუთით შემოსულიყო ვიღაცა, რომელიც იმ უბანზე რეგისტრირებული იყო, გაევლო რეგისტრაცია და მიეცა ხმა ისე, რომ მე ამაზე დაკვირვების უფლება არ მქონდა, - ამბობს დამკვირვებელი.

მოსყიდვის ფაქტებზე საუბრობს კიდევ ერთი დამკვირვებელი. ქალი ყვება, რომ ადამიანები საარჩევნო უბნებთან სიებით იყვნენ მობილიზებული, სადაც ამომრჩევლებს აღრიცხავდნენ. 

იყო მოსყიდვის ფაქტები, რომელიც ასევე ჩემს პოსტში და ვიდეოში გავაზიარე. სიებით იყვნენ, ორი ადამიანი დავაფიქსირე მე, რომელსაც გამოვართვი ეს სიები, სადაც სახელები და გვარები იყო და დაპლიუსებული იყო ვინ მოვიდა ალბათ და ვინ არა. ფოტოების გადაღების შემთხვევებიც იყო , ბიულეტენს უღებდნენ ფოტოებს ამომრჩევლები. იყო ერთი თუ ორი შემთხვევა, როდესაც ფიქსირდებოდა, რომ უკვე მისცა ხმა. იყო შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთს სია როდესაც წავართვი, მითხრა რომ დამებრუნებინა, რადგან ამაში იღებდა 600 ლარს, - ამბობს დამკვირვებელი. 

გარდა ამისა, საუბრობენ იმაზეც, რომ ბათილ ბიულეტენებს სწორედ "ქართულ ოცნებას" უთვლიდნენ.

ისეთი ბიულეტენები უნდოდათ, რომ 41-თვის მიეთვალათ, რომელიც სრულიად ბათილი იყო. ჩვენ როდესაც ვეუბნებოდით, რომ ეს ბიულეტენი არის ბათილი, მაშინ იწყებოდა, რომ „თქვენ ხართ ასეთები, თქვენ ხართ მტრები“, - ამბობს დამკვირვებელი.

უბნებთან მობილიზებულ ე.წ. ძველ ბიჭებზე და ამომრჩევლებზე ზეწოლაზე საუბრობს კიდევ ერთი დამკვირვებელი.

ერთ-ერთ უბანზე 30-ზე მეტი ადამიანი იდგა, ყველაზე პრობლემატური უბანი რომელიც იყო, ზეწოლა ჰქონდა სისტემატიური ფორმა. ზეწოლა ხდებოდა არა მარტო ამ ადამიანებით, რომლებიც უბანთან იდგნენ, კოორდინატორებიც იდგნენ ზოგ უბანთან და აგრეთვე კამერები ეყენა უბნებზე. რამდენიმე საათში მარკირების შემდეგ ადამიანებს საერთოდ აღარ ეტყობოდათ, ფარნით ვანათებდით და აღარ ეტყობოდათ მარკირება. 24 უბანზე ბეიჯის გარეშე უცნობმა პირმა შემოიტანა, კამერა დადო იქ და ეს კამერა მთელი დღე ჩართული იყო, მიტრიალებული იყო ამომრჩევლისგან და აფიქსირებდა ყველას. ეს იყო ზეწოლის კიდევ ერთი ინსტრუმენტი, - ამბობს დამკვირვებელი. 

 

მსგავსი სიახლეები