სისხლიანი დაპირისპირება რაჭაში - დაკავებულია 20 წლის ბიჭი

23.08.21 17:12
სისხლიანი დაპირისპირება რაჭაში - დაკავებულია 20 წლის ბიჭი

სისხლიანი დაპირისპირება ამბროლაურში - 20 წლის ბიჭმა თანატოლი დაჭრა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 აგვისტოს, ამბროლაურში, კოსტავას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1999 წელს დაბადებული კ.ქ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა, ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, მომხდარიდან მალევე, პოლიციამ წარსულში ნასამართლევი 2 პირი - 1989 წელს დაბადებული გ.მ. და 1977 წელს დაბადებული ვ.ტ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 376-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.