ბაღდავაძე თანამშრომლებთან დაპირისპირების და მათზე მუქარის გამო გათავისუფლდა - მერია

23.08.21 17:47
ბაღდავაძე თანამშრომლებთან დაპირისპირების და მათზე მუქარის გამო გათავისუფლდა - მერია

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი, ირაკლი ბაღდავაძე, უკანონოდ გაფიცვის ორგანიზების, თანამშრომლების დაპირისპირებისა და მათზე მუქარის გამო გაათავისუფლეს: 

ირაკლი ბაღდავაძე სამსახურიდან დასუფთავების სამსახურის შრომითი კოლექტივის უკანონოდ გაფიცვის ორგანიზების, თანამშრომლებთან დაპირისპირებისა და მათზე მუქარის გამო გათავისუფლდა. თბილსერვის ჯგუფის მიერ ჩატარებული შიდასამსახურებრივი მოკვლევის საფუძველზე დადგენილია ირაკლი ბაღდავაძის მიერ ზემოთაღნიშნული დარღვევების ჩადენის ფაქტები, რის გამოც მოხდა მისი სამსახურიდან გათავისუფლება", - აცხადებენ მერიაში.