ოლიმპიური ჩემპიონის მიერ მოკლული ნიკა კენჭოშვილის ოჯახი ადვოკატის აყვანას აპირებს
წინანდალში, სისხლიანი დაპირისპირების შედეგად, გარდაცვლილი ნიკა კენჭოშვილის მამა "ტვ პირველთან" ამბობს, რომ ოჯახმა მისი შვილის სახელისა და ღირსების დასაცავად ადვოკატის აყვანა გადაწყვიტა.
კახა კენჭოშვილი აცხადებს, რომ გამოძიების დასრულებას ელოდება და მხოლოდ ამის შემდეგ გადავა მოქმედებაზე:
დაველოდოთ გამოძიებას და იქიდან გამომდინარე, ვიმოქმედებთ... მაქვს გეგმებში, რომ ავიყვანო ადვოკატი, რომ გავერკვე იურიდიულ საკითხებში" - აცხადებს მოკლული ნიკა კენჭოშვილის მამა.
მოკლული კენჭოშვილის ოჯახი ამტკიცებს, რომ მის შვილი თავდაცვის მოტვით ისროდა და მას განზრახ მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია.
ზურაბ ზვიადაურს 108 მუხლით ედავებიან, რაც 8 დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალიწინებს .