პრორუსული ალტ-ინფო მაუწყებლობას წყვეტს
პრორუსული, ძალადობრივი ალტ-ინფო მაუწყებლობას წყვეტს - განცხადება არხის დამფუძნებელმა, შოთა მარტინენკომ გააკეთა.
მოძალადეების ლიდერი პროპაგანდისტული ტელევიზიის დახურვის მიზეზად საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ასახელებს.
„იქიდან გამომდინარე, რომ ვერ დაიდო ის შედეგი, რაც ველოდით, აქედან გამომდინარე შეიქმნა ვითარება, რომ ვეღარ გავაგრძელებთ“, - თქვა შოთა მარტინენკომ.
მისივე თანაგუნდელმა, გიორგი ქარდავამ ბოლო გადაცემაში თქვა, რომ ჯერ არ იციან, როგორ გააგრძელებენ პოლიტიკურ და საინფორმაციო ბრძოლას.
ცნობისთვის, ალტ-ინფოს წევრები, შოთა მარტინენკო და სანქცირებული ზურაბ მახარაძე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში "პატრიოტთა ალიანსის" სიით იღებდნენ მონაწილეობას. მათ 5%-იანი ბარიერი ვარ გადალახეს.